საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი კარიერას ახალი ზელანდიის 20 წლამდელთა ნაკრებში აგრძელებს — ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
61 წლის სპეციალისტმა "ბეიბი ბლექსი" უკვე ჩაიბარა და ასისტენტებიც დანიშნა. აღსანიშნავია, რომ მილტონ ჰეიგის და საქართველოს გზები ზაფხულში, 20 წლამდელთა მსოფლიო თასზე გადაიკვეთება, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიელ თანატოლებს ჯგუფურ ეტაპზე 4 ივლისს შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ მილტონ ჰეიგი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2011 წლის ბოლოს დაინიშნა და 2019 წლამდე იმუშავა. ახალ ზელანდიელ სპეციალისტთან ერთად ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი 7-ჯერ მოიგეს და მსოფლიო თასზე ორჯერ იასპარეზეს.
მილტონ ჰეიგი ახალი ზელანდიის U20 ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა









