როგორც მანჩესტერ სიტის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, იოშკო გვარდიოლს მარჯვენა ფეხზე წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდასტურდა, რის გამოც მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს.
ხორვატმა ფეხბურთელმა ზემოხსენებული უმძიმესი ტრავმა პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, ჩელსის წინააღმდეგ მატჩში მიიღო.
23 წლის მცველს ოპერაცია მიმდინარე კვირაში ჩაუტარდება, რეაბილიტაციის პროცესი კი პირველადი ინფორმაციით 4-დან 6 თვემდე გასტანს.









