ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, ეთერ ლიპარტელიანმა კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
"პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც ბოლომდე გვერდში მედგნენ და მამხნევენდნენ. როდესაც ფინალში ვაგებდი, სწორედ მათმა შეძახილებმა მომცეს მოტივაცია და შევძელი გამარჯვება."
"მინდა ჩემი დღევანდელი გამარჯვება პატრიარქის ხსოვნას მივუძღვნა - ფინალში სულ ამაზე ვფიქრობდი და ვრგძობდი ძალას. როდესაც 15 წამით ადრე ვმარცხდებოდი, გულში პატრიარქს ვუთხარი, რომ გამარჯვება მისთვის მინდოდა მიმეძღვნა, საოცარი ძალა ვიგრძები და ის ილეთი გავაკეთე, რომელიც არასდროს დამიმუშავებია."
"ლაშა შავდათუაშვილს ვულოვავ ჩემპიონობას და მიხარია, რომ დღეს ერთად ავიღეთ ოქროს მედლები. ლაშა არის ადამიანი, რომელიც არასდროს ნებდება და ის არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა სპორტსმენისთვის მისაბაძი მაგალითია" - ეთერ ლიპარტელიანი.









