გასული სეზონის დასრულების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ლიონი დატოვა და კარიერას ლა როშელში გააგრძელებს.
ლა როშელმა 23 წლის ქართველი მორაგბე წარადგინა და მასთან მცირე ინტერვიუც ჩაწერა. დავით ნინიაშვილმა ხაზი გაუსვა ლიონში მიღებულ გამოცდილებას და აღნიშნა, რომ ახალ კლუბში ტიტულების მოსაგებად იბრძოლებს.
"კარიერის დასაწყისში ლიონმა მომცა საფრანგეთში თამაშის შესაძლებლობა. იქ გატარებული ოთხი წლის შემდეგ, გადავწყვიტე ლაროშელს შევუერთდე, რომელიც ევროპის ორგზის ჩემპიონია. ეს დიდი კლუბია, რომელსაც ტიტულების მოგების ამბიცია აქვს, იქნება ეს Top 14 თუ ჩემპიონთა თასი... და ეს ჩემი ოცნებაცაა! როცა ლიონთან ერთად ჩელენჯ თასი მოვიგე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან პირველად მოვიპოვე მნიშვნელოვანი ტიტული. ახლა ვეცდები, იგივე აქაც გავაკეთო"









