ფაბიო კაპელომ დაასახელა თავდამსხმელი, რომელსაც მილანისთვის სეზონში მინიმუმ 20 გოლის გატანა შეუძლია. ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის აზრით, ასეთი იქნება ტურინის იუვენტუსის ფორვარდი, დუშან ვლაჰოვიჩი, რომელიც "როსონერის" სატრანსფერო სიაში რეალურად ფიგურირებს.
"ვლაჰოვიჩი არის ის თავდამსხმელი, რომელიც მილანისთვის სეზონში მინიმუმ 20 გოლს გაიტანს. ის ამას აკეთებდა ფიორენტინაში და თითქმის გამოუვიდა იუვეშიც, სხვათაშორის ალეგრის ხელმძღვანელობით. დუშანმა უნდა დაიბრუნოს თავდაჯერებულობა და ის აუცილებლად ათამაშდება ძველებურად.
"როსონერის" სჭირდება სერბის მსგავსი თავდამსხმელი, რადგან მხოლოდ ხიმენესი საკმარისი არ არის. მოლოდინის გათვალისწინებით, სანტიმ ვერ შეძლო იმ თამაშის დემონსტრირება, რასაც მისგან ითხოვდნენ, მაგრამ ცხადია, პრობლემა იყო მთლიან გუნდში და არა კონკრეტულად ერთ მოთამაშეში."









