გასაკვირი არაა, რომ მეცის მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ქართველი ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომელსაც მატჩის განმავლობაში კიდევ ერთი რეალური მომენტი ჰქოდა და ბურთი ძელს გაარტყა.
აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძემ ლიგა 1-ში დაამყარა რეკორდი, რომელიც ამ ჩემპიონატის ისტორიაში ჯერ არავის არასდროს უჩვენებია.
კერძოდ, მიქაუტაძე გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ფეხბურთელი, რომელიც ამ ლიგაში ზამთარში გადავიდა და იანვრის შემდეგ ყველაზე მეტი, 11 გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონის ჯამში მიქაუტაძეს 13 გოლი აქვს გატანილი. ამასთანავე, მან უკვე ზედიზედ 6 მატჩში აიღო მეტოქეთა კარი.










