ლა ლიგაში გამართული მატჩი ხეტაფესა და ვილიარეალს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
გუნდი 2:0 აგებდა, როცა შეცვლაზე ჟორჟ მიქაუტაძე შემოვიდა და მალევე გოლიც გაიტანა, თუმცა ეს გოლი ვილიარეალის წარმატებისთვის საკმარისი არ გამოდგა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფორვარდმა თავი ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა.ისე კი, ამ სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე 7 გოლია.









