ცნობილმა ჟურნალისტმა, ბერტრან ლატურმა ლიონის ოლიმპიკი ბრედლი ბარკოლასა და გიორგი მიქაუტაძის გაყიდვის გამო გააკრიტიკა. შეგახსენებთ, ჟერლანელებმა ფრანგი ვინგერი გაასხვისეს პარის სენ-ჟერმენში, ქართველი ფორვარდი კი ვილიარეალში.
"ბოლო წლებში განხორციელდა ორი ისეთი ტრანსფერი, რომელმაც გამაღიზიანა - ბარკოლა პარის სენ-ჟერმენში და მიქაუტაძე ვილიარეალში. ლიონის მხრიდან ბრედლისა და ჟორჟის გაყიდვა იყო შეურაცხმყოფელი და სასირცხვილო. კლუბმა თავისი სახე უარყოფითად გამოაჩინა.
არ მესმის გულშემატკივრების პოზიციაც - ისინი გვერდში უდგანან არა ფეხბურთელებს, არამედ გუნდს, თუმცა ამ ორ მოთამაშეს ჟერლანელთა დატოვება არ სურდათ. მათ უბრალოდ უთხრეს: გვჭირდება ფინანსები და უნდა წახვიდეთ. ეს ყველაფერი უბრალოდ წარმოუდგენელია."









