ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე საქართველოს ნაკრების სომხეთთან გამარჯვებას გამოეხმაურა.
"ვისურვებ, რომ ეს გამარჯვების მენტალიტეტი და ემოციები არაფერმა შეცვალოს. სავსე დინამო არენა და საფეხბურთო ნაკრების ასეთი თამაში, ჩვენი რეალობის საუკეთესო სანახაობაა.
გიოს და კვარას კი ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება", - განაცხადა არველაძემ.
მოგეხსენებათ, ამჟამად ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 26 გოლით სწორედ არველაძეა, მეორე და მესამე ადგილებს კი მიქაუტაძე, კვარაცხელია 20 და 17 გოლით იყოფენ.










