ეს იყო "წითლების" თავდამსხმელის პირველი საგოლე მოქმედება, ამსტერდამის აიაქსიდან დაბრუნების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფორვარდი ნიდერლანდელების საკუთრებაა და საფრანგეთში იჯარით თამაშობს. ლოთარინგიელების შემდეგი მეტოქე მარსელის ოლიმპიკი იქნება, მატჩი 9 თებერვალს გაიმართება.
Ligue 1
მიქაუტაძის საგოლე გადაცემამ მეცს ვერ უშველა - მარცხი ბოლოადგილოსანთან

ლიგა 1-ის მე-20 ტურის ფარგლებში მეცმა საკუთარ კედლებში მიიღო ლორიენი, რომელთანაც ანგარიშით 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლების მხრიდან ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძის აქტიურობას მოჰყვა. ქართველმა ფორვარდმა დიდიე ლამკელ ზე ერთი-ერთზე დატოვა მეკარესთან და შედეგმაც არ დააყოვნა.








