ოლიმპიკის თავდამსხმელის მონაგარი ლიგა 1-ში 21 გოლს შეადგენს. შეგახსენებთ იმასაც, რომ სტრასბურგის კარში გატანილი ბურთით, ახალგაზრდა ფორვარდს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად დაუგროვდა 14 გოლი, რითაც 24 წლის შემტევი რონელთა ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.
"ლომების" 69-ე ნომერმა გადაასწრო ალექსანდერ ლაკაზეტსაც, რომელმაც მოედანზე მასზე 402 წუთით მეტი გაატარა. აქვე დავამატებთ, რომ "მასტიფებთან" მატჩი გაიმართება 5 აპრილს, ჩვენი დროით 23:05 საათზე.











