ნიუკასლთან გამართულ მატჩში, პსჟ-ს ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდა 23-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს, შეხვედრა ფრედ 1:1 ასრულდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სირთულისაა კვარას ტრავმა. მის მდგომარეობას რუსი სპეციალისტი იური სიომინი ეხმაურება, რომელთანაც კვარა კარიერის საწყის ეტაპზე თამაშობდა.
"თავიდან პსჟ-ს მოგების უფრო მეტი შანსი ჰქონდა, თუმცა ნიუკასლმა ტაქტიკურად სწორად ითამაშა და სასურველ შედეგსაც მიაღწია. პსჟ შორის არის იმ ფორმისგან, რომელშიც გასულ სეზონში იყო, თუმცა როცა ასეთი დონის ფეხბურთელები გყავს, ფავორიტებს შორის მაინც ხარ.
დიდი პრობლემაა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა. ის გუნდისთვის დიდი ძალაა და ვფიქრობ, მის გარეშე პსჟ დასუსტდება", - განაცხადა სიომინმა.









