ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ჯერემი მენეზი, რომელიც პსჟ-ში 3 წლის განმავლობაში თამაშობდა, პარიზელთა ამჟამინდელ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.
"კვარაცხელია არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია, ის მარცხენა შემტევად თამაშობს და მის სათამაშო სტილში ჩემს თავს ვხედავ.
სიჩქარე, ტექნიკა და თამაშის მანერა - კვარაცხელიას თამაში ძალიან მიყვარს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს"
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, რითიც საუკეთესო ფეხბურთელებს შორისაა.









