როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძემ ფეხის თითის ტრავმის გამო სეზონი ნაადრევად დაასრულა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ცნობილი რადიოწამყვანი და უოტფორდის ქომაგი, ჯეიმს ბიტი, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველი ფლეიმეიქერის სხვა კლუბში გადასვლა უბრალოდ გარდაუვალია.
"ვფიქრობ, ჩაკვეტაძეს უოტფორდის მაისურით ვეღარ ვიხილავთ. ის არის კლუბის ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელი, რომელსაც მსურველები ნამდვილად არ აკლია. ლონდონურ კლუბს სჭირდება ფული და აქედან გამომდინარე, გიორგის გაყიდვის წინააღმდეგი არავინ იქნება. ვფიქრობ, ქომაგები ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდებიან. ქართველმა გამთამაშებელმა "ყვითლებისთვის" მოკლე დროში ძალიან ბევრი გააკეთა. მას ყველა საუკეთესოს უსურვებს."
შეგახსენებთ, რომ ჰერტფორდშირელთა ლიდერის სახელს უკავშირებენ ევერტონს, ლესტერსა და ვულვერჰემპტონს.









