პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიაზე მედიასთან ისაუბრა:
"კვარაცხელია ძალიან მრავალმხრივია. ჩვენ მისი დამატება გვინდოდა მას შემდეგ, რაც პსჟ-ში მოვედი, კერძოდ 2023 წელს. ხვიჩას დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით.
მას ყველაფერი აქვს - ახალგაზრდაა, ბურთთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესოა, ბურთის გარეშე მნიშვნელოვანი დაცვითი სქილები აქვს და ძალიან მაღალი ფიზიკური კონდიცია გააჩნია.
ის ძალიან კარგი პიროვნება, რომელსაც პატარა ასაკის მიუხედავად უკვე დაუგროვდა დიდი გამოცდილება. ასტონ ვილასთან მან მიიღო საუკეთესო მოთამაშის ჯილდო და ვფიქრობ, ამ ჯილდოს ლივერპულთან მატჩის შემდეგაც იმსახურებდა. მისი სახით ტოპ ფეხბურთელი დავიმატეთ და მასთან ერთად უფრო ძლიერები ვართ."
Champions League
"მისი დამატება პსჟ-ში მოსვლის დღიდან მსურდა", - ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე საუბრობს













