საწყისი წუთებიდან ნათელი გახდა, რომ ლაციოს ამ მატჩში ძალიან გაუჭირდებოდა. ტუხელის გუნდი ასეთი შემართებით დიდი ხანი არ გვყავდა ნანახი. პირველი ტაიმი მიუნხენურმა გუნდმა 2:0 მოიგო. სანამ ბაიერნის გოლებს ვიხილავდით, ლაციოს მხრიდან გუნდის კაპიტანს, ჩირო იმობილეს, შეეძლო გოლის გატანა, თუმცა იტალიელმა საკმაოდ ხელსაყრელი მომენტის გამოყენება ვერ შეძლო, შემდეგ კი გერმანული მანქანა ამუშავდა. ჯერ ჰარი კეინის გოლი ვნახეთ, შემდეგ კი თომას მიულერის. ტუხელის გუნდმა ტაიმი დამსახურებულად მოიგო.
მეორე ტაიმი ისევ ბაიერნის შეტევებით დაიწყო, რასაც მალევე მესამე გოლიც მოჰყვა - ლეროი ზანეს აქტიურობას ჰარი კეინის დუბლი მოჰყვა. ლაციოს მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდა, როცა ლუის ალბერტოს ანგარიშის შემცირება შეეძლო, თუმცა მიუნხენელმა მცველებმა ამ ეპიზოდში კარგად ითამაშეს.
ტუხელის გუნდი მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა.









