მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ თავის მომავალზე ისაუბრა. უკანასკნელ პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, იტალიელი სპეციალისტის გადმობირებას ასტრონომიული თანხის სანაცვლოდ ალ-ჰილალი ცდილობს.
"ჩემს მომავალთან დაკავშირებული ჭორები? ინტერში ძალიან კარგად მიცნობენ, თქვენ კი, ალბათ, ნაკლებად. დიახ, არსებობს შემოთავაზებები იტალიიდან, საზღვარგარეთიდან, საუდის არაბეთიდან. ამ ეტაპზე ამაზე ფიქრი სიგიჟე იქნებოდა. მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა მილანური კლუბის ხელმძღვანელობასთან და Oaktree-სთან.
მატჩის მეორე დღეს ვილაპარაკებთ, როგორც ყოველთვის. მიზანი "ნერაძურის" კეთილდღეობაა. თუ საფუძველი იქნება, გავაგრძელებთ ჰარმონიაში. დღეს ჩემს მომავალზე ლაპარაკისიგიჟეა. მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვფიქრობთ", - განაცხადა მეაცას ბინადრების დამრიგებელმა.









