ამასთან დაკავშირებით კაშიამ კომენტარი თავად გააკეთა და ინფორმაცია უარჰყო.
"თუ ნაკრებს დავჭირდები, აუცილებლად ნაკრებთან ერთად ვიქნები. მსგავსი ინფორმაცია მეც გავიგე და არ ვიცი, რატომ ლაპარაკობენ ამაზე.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სანამ ნაკრებს ვჭირდები, აქ ვარ, თუ კაპიტნად ვჭირდები, კაპიტნადაც ვარ. მეტს ვერ ვილაპარაკებ", - განაცხადა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სომხეთის მატჩი ჩვენი მარტივი გამარჯვებით 6:1 დასრულდა.










