ლივერპულისა და ბრაზილიის 33 წლის მეკარემ ალისონ ბეკერმა მოედანზე დაბრუნების პოტენციურ თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა.
“ახალი ტრავმა არ მიმიღია. მკურნალობის ფაზაში ვარ და გეგმაა, აპრილის ბოლოსთვის სრულ სათამაშო მზადყოფნაში ვიყო.”
როგორც მოსალოდნელი იყო, ალისონ ბეკერისთვის მიმდინარე სეზონი არ დასრულებულა და გამოცდილი კარის დარაჯი აპრილის თვეშივე აპირებს მოედანზე დაბრუნებას.









