ბევრს ეგონა, რომ მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ, დავიდ დე ხეა ახალ გუნდს მალევე იპოვნიდა, თუმცა ფაქტია, ის დღემდე თავისუფალი აგენტი არის. უკვე 1 წელზე მეტია, რაც ესპანელი კარის დარაჯი უგუნდოდ რჩება. ფორმის აღდგენის მიზნით, ის ვარჯიშობდა ინგლისის მე-5 დივიზიონის ბინადარ ოლტრინჰემში, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი იყო.
"წითელი ეშმაკების" ყოფილი მეკარის სახელს უკავშირებდნენ ნიუკასლს, ბეტისს, ნოტინგემს, ოვიედოსა და საუდის არაბეთის კლუბებს, თუმცა რეალურ წინადადებამდე საქმე არ მისულა. უკანასკნელი კლუბი, რომელთანაც 33 წლის კარის დარაჯს ჩაეშალა მოლაპარაკებები ჯენოა იყო. დღეს, ის უკვე ფლორენციის ფიორენტინას რადარზეა.
ისმის კითხვა - რა არის "მანკუნიანელების" ყოფილი პირველი ნომრის უგუნდოდ ყოფნის მიზეზი? საქმე ისაა, რომ ანაზღაურების სახით, ის ყოველწლიურად ითხოვს 4.2-დან - 5 მილიონამდე, რაც კვირაში 80 - 96 ათასია. დაინტერესებული კლუბები ვერ იმეტებენ ასეთ ხელფასს კარის დარაჯში, რომელიც 1 წელზე მეტია, რაც უგუნდოდ არის.











