ანგარიში გახსნეს მასპინძლებმა, მე-2 წუთზე დენის მანის დარტყმის შემდეგ. წონასწორობის აღდგენა მეორე ტაიმში კრისტიან პულიშიჩმა შეძლო.
გამარჯვების მომტანი გოლი კი პარმას მხრიდან მატეო კანსელიერიმ გაიტანა.
ორი ტურის შემდეგ, "როსონერი" მხოლოდ 1 ქულას აგროვებს. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში პაულუ ფონსეკას გუნდმა ტორინოსთან ფრე ითამაშა.











