"თუ გინდათ, რომ ინგლისის ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს, მაშინ აუცილებელია ტოპ მწვრთნელის მოყვანა. ვინ არიან საუკეთესოები? - გვარდიოლა და კლოპი. საუბარია სპეციალისტების შესახებ, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, თუ რას ნიშნავს ინგლისური ფეხბურთი. ასოციაციამ უნდა იმოქმედოს.
გასაგებია, რომ პეპი სიტიში მუშაობს, იურგენი კი ისვენებს, თუმცა ცდა ნამდვილად ღირს", - განაცხადა ყოფილმა შვედმა მწვრთნელმა, რომელიც ბრიტანელთა გუნდში თავადაც მუშაობდა 2001-2006 წლებში.









