ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუიზ ინასიო ლულა და სილვამ ნეიმარ ჟუნიორის ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების წინ, "სელესაოს" დამრიგებელმა, კარლო ანჩელოტიმ სანტოსის კაპიტნის თაობაზე რჩევა სწორედ მას ჰკითხა.
"ანჩელოტი მესაუბრა ნეიმარის მსოფლიო ჩემპიონატზე წაყვანის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება ფიზიკურად მზად, რატომაც არა?! ჟუნიორმა საამისოდ უნდა გამოავლინოს ნამდვილი პროფესიონალიზმი, ისეთი, როგორსაც მესისა და რონალდუსგან ვხედავთ. მხოლოდ სახელი საკმარისი არ არის", - განაცხადა ბრაზილიელმა პოლიტიკოსმა.
იტალიელი მწვრთნელი "სელესაოს" საბოლოო შემადგენლობას 18 მაისს დაასახელებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ბარსელონას ყოფილ ფორვარდს "პენტაკამპეონეში" 2023 წლის შემდეგ არ უთამაშია.









