როგორც ჩანს, სერხიო რამოსი ევროპის დასატოვებლად ემზადება. ბოლო საათებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ამერიკული სან დიეგო ლეგენდარული ესპანელი მცველის ტრანსფერზე მუშაობს. 38 წლის ფეხბურთელი MLS-ში გადასვლაზე სერიოზულად ფიქრობს და როგორც ცნობილი ხდება, მხარეები ტრანსფერზე შეთანხმებას უახლოეს პერიოდში შეეცდებიან.
მეორე მხრივ, სევილიას ვეტერანი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს. ესპანური კლუბი უახლოეს პერიოდში რამოსს, ახალ, 1-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.
შეგახსნებეთ, ფეხბურთელი სევილიას 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა.