ინტერ მაიამის ყოფილმა ნახევარმცველმა, ბრეკ შიმ ერთმანეთს ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა. ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ამერიკაში ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის პორტუგალიელი ფორვარდი იქნებოდა უფრო მომგებიანი ვარიანტი, ვიდრე არგენტინელი ფლეიმეიქერი.
"ვფიქრობ, რონალდუ მოახდენდა უფრო დიდ გავლენას როგორც MLS-ზე, ისე ზოგადად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეხბურთის პოპულარიზაციაზე, ვიდრე მესი. არავითარი უპატივცემულობა, უბრალოდ ხალხს ხმაურიანი და დასამახსოვრებელი პერსონები უყვართ. სწორედ ასეთია კრიშტიანუ.
ლიონელს უყვარს სახლში ყოფნა, ის ჩუმი და მშვიდი ადამიანია, პორტუგალიელი თავდამსხმელი კი უფრო გახსნილია. ამის გარდა, ერთ მათგანს აქვს ენის პრობლემა, მეორე კი ინგლისურად გამართულად საუბრობს. ალ ნასრის კაპიტნის თითოეული ინტერვიუ უდიდესი მოვლენა იქნებოდა. "









