პრემიერ ლიგის მე-15 ტურის კიდევ ერთი მატჩი ვულვერჰემპტონში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი მანჩესტერ იუნაიტედს დაუხვდა. იმის მიუხედავად, რომ რუბენ ამორიმის გუნდი ამ შეხვედრას არც ისე კარგ ფორმაში შეხვდა, მათი მეტოქე იმდენად სუსტი იყო, რომ "წითელმა ეშმაკებმა" ძალიან მარტივი გამარჯვება მოიპოვეს.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ ბრუნო ფერნანდეში იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
მანჩესტერ იუნაიტედმა ამ გამარჯვების შემდეგ 25 ქულა მოაგროვა და მე-6 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება ვულვზს, "მგლები" 2 ქულით, მე-20 პოზიციაზე დარჩნენ და ალბათ თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩემპიონშიპში გასავარდნად განწირულები არიან.
ვულვზი 1-4 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: 0-1 ბრუნო ფერნანდეში 25', 1-1 ჟან ბელეგარდი 45+2'. 1-2 ბრაიან მბიუმო 51', 1-3 მეისონ მაუნტი 62', 1-4 ბრუნო ფერნანდეში 82'.
მატჩის მიმოხილვა









