პრემიერ ლიგის 28-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მანჩესტერ იუნაიტედი-კრისტალ პალასის დაპირისპირება იხილა.
იმის მიუხედავად, რომ კრისტალ პალასმა პირველი ტაიმი მოიგო, მაიკლ კერიკის გუნდმა მეორე ნახევარში დააქამბექა და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვა.
"წითელმა ეშმაკებმა" ამ გამარჯვებით 51 ქულა მოაგროვეს, რითაც სამეულში შევიდნენ. რაც შეეხება კრისტალ პალასს, ლონდონური კლუბი 35 ქულით, მე-14 პოზიციაზე დარჩა.
მანჩესტერ იუნაიტედი 2-1 კრისტალ პალასი
გოლები: 0-1 მაქსენს ლაკრუა 4', 1-1 ბრუნო ფერნანდეში (პენ.) 57', 2-1 ბენიამინ შეშკო 65'.
მატჩის მიმოხილვა









