მორიგი გამორჩეული პერფორმანსი შემოგვთავაზა მო სალაჰმა, რომელმაც "დეზებს" დუბლი შეუსრულა, რასაც ორი საგოლე გადაცემაც დაუმატა. ამ შედეგით, ეგვიპტელმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში ახალი ისტორია დაწერა — მო სალაჰი პირველი ფეხბურთელია პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელმაც შობამდე 10-ზე მეტი გოლი გაიტანა და 10-ზე მეტი საგოლე გადაცემა შეასრულა. 32 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე უკვე 15 გოლი და 11 ასისტია.
ლივერპულმა დღევანდელი გამარჯვების შემდეგ 39 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილოსან ჩელსის, 5 ქულით გაექცა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არნე სლოტის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, მო სალაჰი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. ლივერპული და ფეხბურთელი ახალ კონტრაქტზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.










