სერია A-ს მესამე ტურის კიდევ ერთი მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მილანისა და ბოლონიას დაპირისპირება იხილა. მაქს ალეგრის გუნდი ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით შეხვდა და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა.
"როსონერის" მხრიდან ერთადერთი გოლი ვეტერანმა ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა გაიტანა. ფეხბურთის ლეგენდამ წინა ტურში საგოლე გადაცემა შეასრულა, ახლა კი მილანს ეფექტური გოლით მოაგებინა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 6 ქულა მოაგროვა, რითაც მე-5 პოზიციაზე გადასვლა მოახერხა.
მილანი 1-0 ბოლონია
გოლი: 1-0 ლუკა მოდრიჩი 61'.
მატჩის მიმოხილვა









