"მოდრიჩი არის ფეხბურთის სილამაზე. ვამაყობ იმ ფაქტით, რომ მისი რეალში ტრანსფერი სწორედ ჩემი ინიციატივა იყო. არავის სჯეროდა, რომ მას მადრიდში ასეთი მაღალი დონის თამაშის დემონსტრირება შეეძლო. უკვე 10 წელიწადზე მეტია, რაც ლუკა გვაოცებს. ის უდიდესი ფეხბურთელია", - განაცხადა "ბლანკოსის" ყოფილმა დამრიგებელმა.
La Liga
"მოდრიჩის რეალში გადასვლა ჩემი დამსახურებაა", - მოურინიო

მადრიდის რეალის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ლუკა მოდრიჩის ტრანსფერი გაიხსენა. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ 2018 წლის ოქროს ბურთის მფლობელის გადმობირება სწორედ მისი ინიციატივა იყო. ხორვატი გამთამაშებელი "სამეფო კლუბში" 2012 წელს გადავიდა, ჯერ კიდევ პორტუგალიელი სპეციალისტის მოღვაწეობის დროს.










