ხორვატმა ნახევარმცველმა ეს გააკეთა 38 წლის, 7 თვისა და 25 დღის ასაკში. უნგრელ თავდამსხმელს თითქმის იგივე მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა 7 დღით ნაკლებით. აქვე დავამატებთ, ხორვატიის ნაკრების კაპიტანი "ბლანკოსში" 2012 წლიდან თამაშობს და ამ დროის მანძილზე მან 529 მატჩში 39 ბურთი გაიტანა.
La Liga
მოდრიჩმა პუშკაშის მიერ 1966 წელს დაფიქსირებული რეკორდი მოხსნა

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის რეალმა დაამარცხა კადისი, რითაც ლა ლიგის ჩემპიონობა დროზე ადრე გაიფორმა. ახალი ჩემპიონების შემადგენლობაში ითამაშა ლუკა მოდრიჩმა, რომელმაც ფერენც პუშკაშის 1966-ში დაფიქსირებული რეკორდი მოხსნა. საუბარია "სამეფო კლუბის" ყველაზე ასაკოვანი მოთამაშის შესახებ, რომელიც პრიმერას ფარგლებში მოედანზე გამოსულა.










