მიუნხენის ბაიერნის გარემარბმა, ლუის დიასმა აშრაფ ჰაკიმის ტრავმის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-4 ტურში კოლუმბიელმა ვინგერმა პარის სენ-ჟერმენს შეუსრულა დუბლი, შემდეგ კი მაროკოელ განაპირა მცველთან უხეშობის შემდეგ, წითელი ბარათი მიიღო.
"ემოციებით დატვირთული საღამო. ფეხბურთი ისეთი მოვლენაა, რომ 90 წუთში შეიძლება მოხდეს ყველაფერი - საუკეთესო და უარესიც. ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით, ჰაკიმის კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებ."
შეგახსენებთ, მაროკოელ მარჯვენა მცველს ჩაუტარდა გამოკვლევა, რის შემდეგაც დადგინდა, რომ მისი სარეაბილიტაციო პროცესი ექვსიდან - რვა კვირამდე გაგრძელდება. კოლუმბიელი ვინგერი კი წითელი ბარათის გამო ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს.









