პოპულარულმა გამოცემა 90 MIN-მა შეაფასა გიორგი მამარდაშვილის სეზონის პირველი ნახევარი ლივერპულში. გამოცემამ აღნიშნა, რომ ქართველ გოლკიპერს სათამაშო დრო მიეცა ალისონ ბეკერის ტრავმის გამო და მოკლე დროში მან 16 ბურთი გაუშვა.
"მამარდაშვილმა ამ სეზონში მოასწრო 10 მატჩის ჩატარება, თუმცა ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც ლივერპული ღრმა კრიზისში იყო. რამდენიმე ეფექტური სეივის მიუხედავად, გიორგიმ მერსისაიდელებს სტაბილურობა ვერ შესძინა. 3-ჯერ მშრალად შენახული კარი და მოკლე დროში 16 გაშვებული ბურთი - ასეთია ქართველი გოლკიპერის შედეგი.
როდის დაბრუნდება "წითლების" მეკარე სასტარტოში? სავარაუდოთ იანვარში, ასოციაციის თასზე. ალისონის ხშირი ტრავმიანობის გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს უფრო ადრეც მოხდეს."









