იტალიის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. "სკუადრა აძურას" მხრიდან ბურთები ანდრეა კამბიასომ და ჯაკომო რასპადორიმ გაიტანეს. ეს იყო ლუჩანო სპალეტის ბოლო თამაში "ლურჯების" დამრიგებლის რანგში.
ნაპოლის ყოფილი მწვრთნელის პოტენციურ შემცვლელებს შორის განიხილება ორი კანდიდატურა - კლაუდიო რანიერი და სტეფანო პიოლი. პირველმა მათგანმა განვლილი სეზონის ბოლოს დატოვა რომა, მეორე კი ჯერჯერობით ალ-ნასრის დამრიგებელია. დავუბრუნდეთ იტალიის ეროვნული გუნდის ყოფილ თავკაცს, რომლის მოღვაწეობა როგორც აღვნიშნეთ, დღეს დასრულდა.
66 წლის მწვრთნელი "სკუადრა აძურაში" მუშაობდა 2023 წლის სექტემბრიდან და ამ დროის განმავლობაში ნაკრებმა 24 მატჩის ჩატარება მოასწრო. 12 მოგება, 6 ფრე და 6 წაგება - ასეთია სპალეტის მონაგარი "ლურჯებში". ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას იტალიელი სპეციალისტი.









