როგორც მოგეხსენებათ, უეფას გადაწვეტილებით, სომხეთთან მომხდარი ინციდენტის გამო, საქართველოს ნაკრები ერთი მატჩის უმაყურებლოდ ჩატარებითა და ფულადი ჯარიმით დასაჯეს.
გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს ნაკრებს ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში მომავალ წელს, ერთა ლიგის ახალი ციკლის მატჩზე მოუწევს. ეს გადაწყვეტილება არ ვრცელდება სექტემბერში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, განიხილებოდა 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯა, თუმცა საბოლოოდ, უეფა ერთ მატჩზე შეჯერდა.
გთავაზობთ 6 პუნქტს, რის გამოც საქართველოს ნაკრები ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 40 ათასი ევროთი დასაჯეს.
- გულშემატკივრების შეჭრა მოედანზე საქართველო-სომხეთის მატჩის დროს;
- პიროტექნიკის გამოყენება ტრიბუნაზე საქართველო-სომხეთის მატჩისას;
- ლაზერის გამოყენება საქართველო-სომხეთის მატჩისას;
- ბრბო, არეულობა მატჩის დასრულების შემდეგ;
- საზოგადოებრივი გადასასვლელების ბლოკირება;
- სათამაშო მოედნის არასათანადოდ დაცვა, უსაფრთხოების პრობლემა;









