ჟორჟ მიქაუტაძის დამატებას ლიგა 1-ის არაერთი კლუბი ცდილობს. რენის შემდეგ საქმეში მონაკოც ჩაერთო და როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ქართველ ფეხბურთელსა და მონაკოს სპორტულ დირექტორ ტიაგო სკუროს შორის, პირველი კონტაქტი უკვე შედგა.
მონაკო რომელიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ახალ ფორვარდს ეძებს და როგორც ჩანს, მიქაუტაძე ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
ზაფხულში მიქაუტაძე მეცს აუცილებლად დატოვებს, აიაქსში დაბრუნება კი არ განიხილება.