სერია ა-ს 33-ე ტურში ნაპოლიმ სტუმრად მინიმალური ანგარიშით მონცა დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა. "პარტენოპეი" ამ მოგებით აგროვებს 71 ქულას და უთანაბრდება მილანის ინტერს, მაგრამ მოქმედ ჩემპიონს თავისი შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია.
მონცა 0:1 ნაპოლი
გოლი: 0:1 სკოტ მაკტომინეი 72'.









