შეხვედრის ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა — გოლი ალბანეთის შემტევმა, ბაირამმა გაიტანა. მე-11 წუთზე ბასტონიმ გაათანაბრა, ხოლო ზუსტად 5 წუთში, ბარელამ აიღო მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში, 2:1 დააფიქსირა.
პირველი ტურის შემდეგ, 3-3 ქულით B ჯგუფს ფავორიტები, იტალია და ესპანეთი ლიდერობენ და მომდევნო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო ალბანეთი ხორვატიას შეხვდება.










