ანგარიში გაიხსნა მე-3 წუთზე, ბერატ ჯიმსიტის ავტოგოლის შემდეგ, რამდენიმე წუთში კი ნიკოლო ბარელამ ულამაზესი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა.
შეხვედრის მეორე ტაიმში კი მარკუს ტურამმა დუბლი შეასრულა. ცნობისთვის, ფრანგ თავდამსხმელს უკვე 4 გოლი დაუგროვდა.
ამ დროისთვის "ნერაძური" აგროვებს 7 ქულას და ტორინოსთან ერთად, ჯერჯერობით, პირველ ადგილზე დაწინაურდა.











