პრემიერ ლიგის მე-8 ტურის გახსნითი მატჩი ნოტინგემში გაიმართა, სადაც ადგილობრივი ფორესტი ჩელსის დაუხვდა. მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა.
ენცო მარესკას გუნდმა სრულიად დამსახურებულად მორიგი 3 ქულა ჩაიწერა და ცხრილში მე-4 პოზიციამდე აღზევდა. ლონდონურმა კლუბმა ამ ტურის შემდეგ 14 ქულას მოუყარა თავი.
ნოტინგემ ფორესტი 0-3 ჩელსი
გოლები: 0-1 ჯოშ აჩემპონგი 49', 0-2 პედრუ ნეტუ 52', 0-3 რის ჯეიმსი 84'.
მატჩის მიმოხილვა









