პრემიერ ლიგის 24-ე ტურის მორიგი გამორჩეული მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მანჩესტერ იუნაიტედისა და ფულემის დაპირისპირება იხილა.
იმის მიუხედავად, რომ ფულემმა საკმაოდ კარგი პერფორმანსი აჩვენა, მაიკლ კერიკის გუნდმა მაინც მოახერხა გამარჯვება და უმნიშვნელოვანესი 3 ქულაც მოიპოვა.
"წითელმა ეშმაკებმა" ამ გამარჯვებით 41 ქულა მოაგროვეს და მე-4 პოზიციაზე დაბრუნდნენ. რაც შეეხება ფულემს, მარკო სილვას გუნდი 34 ქულით, მე-9 პოზიციამდე დაქვეითდა.
მანჩესტერ იუნაიტედი 3-2 ფულემი
გოლები: 1-0 კაზემირო 19', 2-0 მატეუს კუნია 56', 2-1 რაულ ხიმენესი (პენ.) 85', 2-2 კევინი 90+1', 3-2 ბენიამინ შეშკო 90+4'.
მატჩის მიმოხილვა









