ქართველ კარის დარაჯზე წინ აღმოჩნდნენ ემილიანო მარტინესი (167 ქულა) და უნაი სიმონი (91 ქულა). რაც შეეხება წლის საუკეთესო ფეხბურთელს, აღნიშნული წოდება მიიღო მანჩესტერ სიტის შუახაზელმა, როდრი ერნანდესმა. დავუბრუნდეთ ვალენსიას გოლკიპერს, რომელიც როგორც ვიცით, გასულ ზაფხულს ლივერპულმა გაიფორმა.
24 წლის მეკარე განათხოვრების წესით ერთი სეზონით დარჩა "ღამურებში", თუმცა მომავალი ზაფხულიდან ის "წითლებს" სრულფასოვნად შეუერთდება. რაც შეეხება "ლოს ჩესის" 25-ე ნომრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამჟამად ის ტრავმირებულია, მისი დაბრუნება კი 2025 წლის დასაწყისში არის დაანონსებული.











