ზაფხულში, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეა დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც 10 მატჩი ჩატარდება.
ტურნე 20 ივნისს, დუბლინში დაიწყება არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ და შემდეგ, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები ავსტრალიას ეწვევიან. ისტორიაში პირველად, აღნიშნულ ტურნეზე მიიწვიეს ქართველი მსაჯი, ნიკა ამაშუკელი.
ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები პირველ მატჩს 20 ივნისს დუბლინში, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, სადაც ნიკა ამაშუკელი პირველი ასისტენტი იქნება. ასევე ასისტენტად იმუშავებს ლომების და ავსტრალიის პირველ ორ ტესტზე (19 და 26 ივლისი), ხოლო მესამე, გადამაწყვეტ მატჩში (2 აგვისტო) მთავარი არბიტრი იქნება.
ნიკა ამაშუკელი ზაფხულის ტესტებზე
| მატჩი | თარიღი | როლი |
| ლომები V არგენტინა | 20 ივნისი | ასისტენტი |
| მაორი ოლ ბლექსი V შოტლანდია | 5 ივლისი | მთავარი მსაჯი |
| ბრუმბისი V ლომები | 9 ივლისი | ასისტენტი |
| ავსტრალია/ზელანდი V ლომები | 12 ივლისი | ასისტენტი |
| ავსტრალია V ლომები | 19 ივლისი | ასისტენტი |
| წყნარი ოკეანის ნაკრები V ლომები | 22 ივლისი | მთავარი მსაჯი |
| ავსტრალია V ლომები | 26 ივლისი | ასისტენტი |
| ავსტრალია V ლომები | 2 აგვისტო | მთავარი მსაჯი |
ცნობისთვის, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნე 4 წელიწადში ერთხელ იმართება, რომლის ფარგლებშიც ინგლისის, ირლანდიის, უელსის და შოტლანდიის ნაკრებების მორაგბეებისგან შემდგარი გუნდი სამხრეთის დიდი სამეულიდან ერთ-ერთთან (ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა) მართავს 3 ტესტს მატჩს. 2025 წელს, აღნიშნულ ტურნეს ავსტრალია უმასპინძლებს.









