პრემიერ ლიგის მე-17 ტურის კიდევ ერთი მატჩი ეტიჰად სთედიუმზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მანჩესტერ სიტისა და ვესტ ჰემის დაპირისპირება იხილა.
პეპ გვარდიოლას გუნდი ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით შეხვდა და საკმაოდ სუსტ მეტოქეს არც მეტი, არც ნაკლები სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მორიგი გოლების გატანა მოახერხა ერლინგ ჰოლანდმა, რომელმაც "ჩაქუჩებს" დუბლი შეუსრულა. ნორვეგიელმა ფორვარდმა ორი გოლის გარდა ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
მანჩესტერ სიტიმ ამ გამარჯვების შემდეგ 37 ქულა მოაგროვა, რითაც დროებით პირველ ადგილზე გადასვლა მოახერხა. რაც შეეხება ვესტ ჰემს, ლონდონელები 13 ქულით, მე-18 პოზიციაზე დარჩნენ.
მანჩესტერ სიტი 3-0 ვესტ ჰემი
გოლები: 1-0 ერლინგ ჰოლანდი 5', 2-0 ტიჯანი რეინდერსი 38', 3-0 ერლინგ ჰოლანდი 69'.
მატჩის მიმოხილვა
სხვა მატჩები:
ბორნმუთი 1-1 ბარნლი
ბრაიტონი 0-0 სანდერლენდი
ვულვზი 0-2 ბრენტფორდი









