შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში 75-ე წუთზე ემბოლომ გახსნა და შვეიცარია დააწინაურა. ზუსტად 5 წუთში კი საკამ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
თერთმეტმეტრიანების სერია შვეიცარიამ ცუდად დაიწყო — აკანჯიმ ვერ გაიტანა და საბოლოოდ, მისი გუნდი 3:5 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა ხუთივე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულეს.
1/2 ფინალში ინგლისის ნაკრების მეტოქე მოგვიანებით, ნიდერლანდებისა და თურქეთის მატჩის შედეგად გაირკვევა, რომელიც დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.









