მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი არაბიძე იყო, რომელმაც სამივე გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო. არაბიძემ ანგარიში 27-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით გახსნა.
ფოთელებმა ანგარიში გაათანაბრეს და წინაც გავიდნენ, თუმცა 69-ე წუთზე იმერლებმა ანგარიში გაათანაბრეს. არაბიძის შორეული დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე პირველი ლაშა შერგელაშვილი იყო.
მე-80 წუთზე კი არაბიძემ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა და ტორპედოს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
7 ტურის შემდეგ, ტორპედოს 9 ქულა აქვს და მე-5 პოზიციას იკავებს, კოლხეთი კი 8 ქულით მე-6 პოზიციაზეა.











