მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, გოლი ვერ გაიტანეს, თუმცა მათთვის ფრეც მისაღები შედეგი იყო.
ამ ქულით, სლოვანმა 67 ქულა დააგროვა და სლოვაკეთის ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა.
მოგეხსენებათ, ამ გუნდში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები - გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ირიცხებიან. დღევანდელ მატჩში კაშია ძირითად შემადგენლობაში იყო.
გუნდის მთავარი მწვრთნელი კი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისია. სლოვანი სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ მე-6-ედ გახდა.









