როგორც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე ვკითხულობთ, ნაკრების ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო რეალ მადრიდის ცენტრალურმა მცველმა დინ ჰაუსენმა, რომელმაც შეკრება უკვე დატოვა. როგორც ამავე განცხადებაშია ნათქვამი, დინ ჰაუსენს გამოცდილი ცენტრალური მცველი ემერიკ ლაპორტი შეცვლის.
შეგახსენებთ, ესპანეთის ეროვნული ნაკრები ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდება. როდრი, ფაბიან რუისი, ლამინ იამალი და ნიკო უილიამსი საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩებს ოფიციალურად გამოტოვებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს ესპანეთს, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს დაუპირისპირდება. ჩვენი ნაკრები ორივე მატჩს გასვლაზე ჩაატარებს.









