მილანის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ირკვევა, სანტიაგო ხიმენესმა ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, რომ კოჭზე თერაპიას/მკურნალობას ჩაიტარებს, რის გამოც საკუთარ გუნდს და ეროვნულ ნაკრებს დაახლოებით 5-დან 6 კვირამდე ვერ დაეხმარება.
როგორც მექსიკელმა ფორვარდმა განაცხადა, კოჭის ტკივილის გამო გასულ თვეებში სათამაშოდ ბოლომდე მზად არც ერთ მატჩში ყოფილა, შესაბამისად, გადაწყდა, რომ მკურნალობა საჭიროა, რათა სათამაშო ფორმა ბოლომდე აღიდგინოს.
მილანში ტრავმების ეპიდემიამ გადაიარა — კრისტიან პულისიკი, პერვის ესტუპინიანი და არდონ იაშარი გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდნენ, ხოლო რაც შეეხება ადრიენ რაბიოს, ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ სათამაშოდ ისიც მზად იქნება.









