პრემიერ ლიგის მე-14 ტურის დასკვნითი მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მანჩესტერ იუნაიტედისა და ვესტ ჰემის დაპირისპირება იხილა. იმის მიუხედავად, რომ რუბენ ამორიმის გუნდმა მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა და გამარჯვებასთან ახლოსაც იყო, "ჩაქუჩებმა" შეხვედრის მიწურულს გოლის გატანა მაინც მოახერხეს და წაგებას გადაურჩნენ.
მანჩესტერ იუნაიტედის საქმეები კარგად არ მიდის — რუბენ ამორიმის გუნდმა აუტსაიდერთან ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა. რაც შეეხება ვესტ ჰემს, ლონდონელები 14 ტურის შემდეგ კვლავ გასავარდ ზონაში რჩებიან.
მანჩესტერ იუნაიტედი 1-1 ვესტ ჰემი
გოლები: 1-0 დიოგუ დალო 58', 1-1 სანგუტუ მაგასა 83'.
მატჩის მიმოხილვა









